Imageრამდენი შემთხვევა ხდება ჩვენ გარშემო ისეთი, ჰანს კრისტიან ანდერსენის ,,შიშველ მეფეს” რომ გაგვახსენებს… ჩვენ სკოლიდანვე ,,ვცდილობთ” ვიმეგობროთ ისეთ ბავშვებთან, რომლებიც ყველას მოსწონს, ვიცვამთ ისე, როგორც ,,chanel”-ი da ,,dior”-ი გვიკარნახებენ, ვკითხულობთ იმას, რასაც ვიღაც მხოლოდ იმიტომ გვირჩევს, რომ იმასაც ვიღაცამ ურჩია, იმ ვიღაცასაც ვიღაცამ და ასე დაუსრულებლად… კვერცხივით მასაში ვითქვიფებით, ვგავართ ,,სხვას” და აღარ ვართ ,,ჩვენ”… ჩვენი  ძალად მიღებული სტილი, კილო თუ განათლება ყველასთვის ადვილად შესამჩნევია, მაგრამ არავინ მოდის და გვეუბნება, ,,ეს შენ არ ხარ”, ,,შენ საკუთარ თავს არ ჰგავხარ”, ,,შენ სულის სამოსი არ გაცვია”… სრულიად განძარცვულები ამაყად დავდივართ, თავზე დავცქერით ჩვენს მოჩვენებით ,,სამოსთან” შედარებით მდაბიურად შემოსულ ადამიანებს და ცა ქუდად არ მიგვაჩნია… სინამდვილეში რა ხდება? -შიშველი მეფესავით შიშვლები დავტანტალებთ, თან ისე რომ ამას ვერც ჩვენ ვამჩნევთ, უფროსწორად ვამჩნევთ მაგრამ თავს ვიტყუებთ და სრულიად დარწმუნებულები ვართ იმაშიც რომ სხვებიც ვერ ამჩნევენ,..

არვიცი რამდენი წლის უნდა იყო ,,შიშველი მეფე” რომ წაიკითხო, დამწყები მკითხველი უნდა იყო თუ ,,დამამთავრებელი”, მაგრამ, ცხადია, რომ შენს სიცოცხლეში აუცილებლად უნდა წაიკითხო,  მათთვის კი ვისაც ჯერ არ წაუკითხავს  ,,მადლს მოვისხამ და აქ დავდებ” .:)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე მეტად ახალ ტანსაცმელში გამოწყობა უყვარდა. იგი თითქმის ყოველდღე ბალ-მასკარადებსა და ზეიმებს აწყობდა, რათა ხალხს ახალ ტანსაცმელში ჩვენებოდა. 
ორმა თაღლითმა, რომლებმაც მეფის ამ გატაცების ამბავი შეიტყვეს, უმალ იმ ქალაქში ამოჰყვეს თავი. ისინი ყველასთან ალაპარაკდნენ ჯადოსნური ქსოვილის შესახებ, რომლის დამზადების საიდუმლოებაც ვითომდა მხოლოდ თვითონ იცოდნენ.
შეიტყო თუ არა მეფემ ხელოვანი ფეიქრების ამბავი, მაშინვე სასახლეში მიიწვია ისინი.
”თქვენო უდიდებულესობავ, – უთხრეს მატყუარებმა, – ჩვენ შგვიძლია ისეთი ჯადოსნური ქსოვილის დამზადება, რომლის დანახვის უნარი მხოლოდ ჭკვიან ადამიანებს აქვთ, ხოლო ბრიყვები მას ვერ ხედავენ”.
”ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენი ქსოვილისგან შეკერილ ტანსაცმელს ჩავიცვამ, გავიგებ, ჩემს ქვეშევრდომებს შორის ვინ არის ჭკვიანი და ვინ სულელი?” – იკითხა მეფემ.
”რა თქმა უნდა, თქვენო უდიდებულესობავ!” – დაარწმუნეს თაღლითებმა მეფე.
მეფემ სასწრაფოდ შეუკვეთ ჯადოსნური ქსოვილი და გასამრჯელოც წინასწარ უხვად გადაუხადა.
თაღლითებმა საქსოვი დანადგარი დადგეს და თითქოსდა ქსოვას შეუდგნენ.
მეფეს ძალიან უნდოდა ქსოვილის დანახვა, მაგრამ შიშობდა, რომ ვერ დაენახა? ფეიქრებთან თავისი პირველი მინისტრი გაგზავნა, მინისტრმა საქსოვ მანქანას შხედა და…
ვერაფერი დაინახა! ” ნუთუ უგუნური ვარ?” – გაიფიქრა მან.
– მოგეწონათ? სასწაული ფერებია ხომ? – ჰკითხეს თაღლითებმა.
– დიახ… შესანიშნავია… – საცოდავად ჩაილუღლუღა მინისტრმა.
მინისტრმა მეფეს ფეიქრების ნამუშევარი შეუქო – მას ხომ არ შეეძლო ეთქვა, ვერაფერი დავინახეო! მეფემ ფეიქრებთან ერთ-ერთი დიდგვაროვანი ქალი გაგზავნა.
ფეიქრებმა ისევ თვალთმაქცობა დაიწყეს, თითქოს ქსოვილს შლიდნენ და კეცავდნენ, თან ფერებსა და ნახატებს იწონებდნენ. დიდგვაროვანმა ქალბატონმაც ვერ გაბედა სიმართლის თქმა და მეფეს ქსოვილი შეუქო.
მომდევნო დღეს ფეიქრებთან თავად მეფე მივიდა, რათა ჯადოსნური ქსოვილი მასაც დაენახა. მოწიწებით თავდახრილმა თაღლითებმა მეფე საქსოვ დაზგასთან მიიყვანეს ”შეუძლებელია, მე აღმოვჩნდე ჩემს მინისტრზე და დიდგვაროვან ქალბატონზე უფრო სულელი!” – გაიფიქრა თავზარდაცემულმა მეფემ და თან ცარიელ დაზგას თვალებდაჭყეტილი მიაჩერდა. ”რას გვეტყვით, თქვენო უდიდებულესობავ?” – ჰკითხეს ცრუ ფეიქრებმა. ”მშვენიერია! ამ ქსოვილისგან მომდევნო კვირისთვის სამოსი შემიკერეთ!” – წამოიძახა მეფემ.
დათქმული დღისთვის ტანსაცმელი მზად იყო. თაღლითებმა საზეიმოდ მოართვეს მეფეს. ”დაგვეთნხმებით, ქსოვილი ისეთი მსუბუქი და ჰაეროვანია, არც კი იგრძნობა!” მეფე იძულებული იყო, დათნხმებოდა.
და აი, მეფე ხალხის წინაშე გამოჩნდა. ყველა ქუჩაში გამოეფინა, რათ მეფის ახალი ჩაცმულობით დამტკბარიყო, მაგრამ მათდა გასაკვირად, დასატკბობი არაფერი იყო, თუმცა ამის თქმა ვერავინ გაბედა. 
უცებ რომელიღაც პატარა ბიჭმა ხმამაღლა წამოიძახა: ”მეფე ხომ შიშველია!” ყველა გაშეშდა. ბიჭუნა მართალი იყო. მეფე სირცხვილისგან გაწითლდა, მაგრამ ვეღარაფერს შცვლიდა და ამაყად წელგამართულმა გზა გააგრძელა.