Image ძალიან არ მინდოდა ამ თემაზე დამეწერა, მაგრამ დღეს მაინც გადავწყვიტე
!!!

დავიწყებ იმით რომ მე ვგმობ იმ საშინელ კადრებში ასახულ წამებას, ცემას, ადამიანების შეურაცხყოფას, ღირსების შელახვას და ვანდალიზმს!!!

ახლა მეორე, ვფიქრობ, რომ პატიმარი ციხეში არ უნდა ცხოვრობდეს გარეთ მყოფ, უბრალო და პატიოსან ადამიანზე უკეთ ან თუნდაც მსგავსად, ის უნდა იღებდეს სასჯელს და არა უფასო სანატორიუმს, რისი შენებითაც თავს იწონებდნენ (იწონებენ) ჩვენი ხელისუფლების მესვეურები!!!

მესამე, მე მივესალმები და ვამაყობ ყველა იმ სტუდენტით, რომელსაც ეყო ძალა, გამოვიდა პირველივე დღეს აქციაზე და გააპროტესტა პატიმრების ყველანაირი კუთხით გათელვა, მაგრამ ამავდროულად მე მრცხვენია ყველა იმ სტუდენტის, რომელიც აქციების მეორე და სხვა დღეებში აქციაზე მიდიოდა გაუაზრებლად, უმიზნოდ, ლექციების გაცდენის გამო, მეგობრებთან დროის გასატარებლად და ა.შ (ამაზე ნუ შემედავებით, თავად  ვარ ამის მოწმე). ასევე მრცხვენია ყველა იმ ადამიანის, რომელიც ხმამაღლა ამბობდა პატრიოტულ ფრაზებს და სინამდვილეში კი არაფერი ეცხო პატრიოტის.

მრცხვენია იმ ადამიანების გამო, ვინც მხოლოდ ახლა, სხვადასხვა მედია საშუალებებით გაშუქებული ფაქტების მერე მიხვდა, რომ ის აქამდეც აპროტესტებდა ადამიანთა წამებას, შეურაცხყოფას, ჩაგვრას და ახლა გაიგო თუ რა ემართება საქართველოს და საით მიემართება ჩვენი ერი!!!

და ბოლოს, სტუდენტური ძალა არ მინდა რომელიღაც პოლიტიკურმა პარტიამ თავის სასიკეთოდ გამოიყენოს, რაც, ფაქტობრივად, უკვე მოხდა!!!