Image 
 სოფელში ჩასულს ხშირად მსმენია წყაროზე შეკრებილი მოხუცების წუწუნი: ,,რა აწყობილი ქვეყანა დაშალეს“, ,,37 მანეთად გადაფრინდებოდი და გადმოფრინდებოდი“, ,,მაცივარს გამოაღებდი, სავსე იყო…“,  ,,ყველა მუშაობდა“ და ბლა, ბლა, ბლა. მათი მოსმენა სასიამოვნო არაა, მაგრამ ვერც შეკამათებას ვბედავ, არ მინდა მათი ,,ზეაღმატებული კავშირის“ ჩემი (როგორც მე ვფიქრობ) თუნდაც დაარგუმენტებული გაკიცხვა, მაინც რა აზრი აქვს?!  მათთვის გაუგებრად დარჩება ყველაფერი ის, სადაც სიტყვა და ცნება ,,თავისუფლება“ ურევია…

     
უამრავ ნაკლთან ერთად, საბჭოთა კავშირში არც მედიის გაგება არსებობდა. საერთოდ, 

რუსული ჟურნალისტიკის ისტორიის დასაბამად ერთნი 1702 წლის 16 დეკემბერს მიიჩნევენ, როცა, პეტრე პირველის ბრძანებულების მეორე დღეს, გაზეთ “ვედომოსტის” პირველი ნომერი გამოვიდა. მეორენი კი ფიქრობენ, რომ რაკი დღემდე შემორჩენილი გაზეთებიდან უძველესი გახლავთ 1703 წლის 2 იანვრით დათარიღებული ნომერი, რუსული ჟურნალისტიკის დაბადების დღედ სწორედ ეს თარიღი უნდა გამოცხადდეს.

     რუსულმა ჟურნალისტიკამ თავისი არსებობის პერიოდში განვითარების რამდენიმე პერიოდი განვლო. 1855 წელს რუსეთში ალექსანდრე II გამეფდა, რომელმაც დასაბამი მისცა უამრავ ახალ რეფორმას. მისი რეფორმების რიცხვს მიეკუთვნება პრესის ცენზურის შემსუბუქება, რასაც რუსული პრესა მანამდე ნაკლებად ,,იცნობდა“.  1881 წელს მეფე მოკლეს და ამის შემდეგ, უკვე რომანოვების მმართველობის ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე რუსეთში პრესის ბუმი დადგა. იმდროინდელი ჟურნალისტები  ცდილობდნენ როგორც ფაქტების და მოვლენების მოძიებას, ისე შიდა ეთიკის კოდექსის და სასწავლო დაწესებულებების ჩამოყალიბებას.

 1908 წელს შეიქმნა გაზეთი, რომელიც სანკტ პეტერბურგის ტაბლოიდს წარმოადგენდა, რომელიც დაბალგანვითარებული ფენისთვის იყო განკუთვნილი და მომხმარებელს ინფორმაციას ერთ კაპიკად სთავაზობდა, ერთი წლის შემდეგ გაზეთს 25 000-იანი ტირაჟი ჰქონდა.

1917 წელს ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ. საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებს შეხებაც არ ჰქონდათ მასმედიის საშუალებებთან და მათი წიგნიერების დონეც ძალზედ დაბალი იყო. გაზეთების დარიგებას ხელს უშლიდა ცუდად განვითარებული ინფრასტრუქტურაც. თავდაპირველად წინ წამოიწია სასოფლო-სამეირნეო საზოგადოებამ და მასმედია საჭიროებას ნაკლებად წარმოადგენდა. საზოგადოებისთვის რადიო  პირველი მედია საშუალება გახდა, რომელმაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა, ბეჭდური სახით კი მხოლოდ 1960-იან წლებში მიაღწია საბჭოურმა სიტყვა საზოგადოებამდე. ყველა საბჭოთა ჟურნალისტს რამდენიმე როლის მორგება უწევდა, ი უნდა ყოპილიყო იდეოლოგიისთვის მებრძოლი, პუბლიცისტი, საგამოძიებო რეპორტიორი, მოქალაქეთა მეგობარი და კოლექტივის წევრი. ამ პერიოდში იბეჭდებოდა გაზეთები ,,pravda“ და ,,izvestia“,  რომელთა ტირაჟი 10 მილიონს აღწევდა და ისინი საბჭოთა კავშირისთვის პარტიული ინტერესების გატარებას ემსახურებოდნენ.

  1985 წლიდან, მიხელ გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში ჟურნალისტიკამ ისტორიის თავიდან გადაწერით, საბჭოთა სისტემის შიგნით კორუფციისა და მანკიერების მხილებით საბჭოთა საზოგადოებაში თავისუფალი სიტყვის გაჟღერება მოხერხდა. ამავე ეპოქაში დამკვიდრდა აქტუალურობის ცნება, გაჩნდა ახალი ამბების შინაასობრივი მრავალფეროვნებისა და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის საჭიროება. მოხდა ადამიანთა ინტერესების გათვალისწინება და გახშირდა ,,ნეგატიური“ ახალი ამბების გავრცელება.

     საბჭოთა  რეჟიმში მედია არ არსებობს იმ ტოტალიტარული სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად, რომელმაც მთლიანად შთანთქა ყველა ინსტიტუტი და მთელი მრეწველობა: მედია წარმოადგენს გიგანტური მანქანის პატარა ჭანჭიკს. ისეთი ღირებულება, როგორიცაა პრესის თავისუფლება ამ მოდელისთვის არარელევანტურია. 1920-იან წლებში რუსეთში გაბატონებული ეს რეჟიმი 1945 წლიდან აღმოსავლეთ ევროპაში გავრცელდა, შემდგომ 1949 წლიდან – ჩინეთში, 60-იან წლებიდან კი-ე.წ. მესამე სამყაროს უდიდეს ნაწილში. ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში სახელმწიფო მედიას იყენებს მის მიერ აღიარებული ოფიციალური იდეოლოგიის დასანერგად, თავისი დირექტივების გასავრცელებლად და ხალხის დასარწმუნებლად, რათა მათ ხელისუფლების მითითებებით იხელმძღვანელონ. მედიის უპირველესი ფუნქცია სიცრუე და ყოველივე იმის მიჩქმალვაა, რაც მმართველი ,,ნომენკლატურის“ ინტერესებს არ შეესატყვისება. ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ეს რეჟიმი გაქრობის პირას იყო: აღმოჩნდა, რომ ის ხელს უშლიდა ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ კეთილდღეობას, ცოდნის გავრცელებას, საყოველთაო მშვიდობას – და, რასაკვირველია, პოლიტიკურ დემოკრატიას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კაპიტალისტური მედიის მხრიდან მარქსიზმის კრიტიკა მთლიანად უსაფუძვლო იყო. მესამე სამყაროში მედიას თითქოსდა განსაკუთრებული მისია ეკისრებოდა: მას ხელი უნდა შეეწყო განვითარებისათვის, მოსახლეობის განათლებისათვის, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ერთიან ერად ჩამოყალიბებისა და ადგილობრივი კულტურის შენარჩუნებისათვის. ფაქტობრივად, სამხედრო დიქტატურების პირობებში, რომლებიც თავს სოციალისტურს უწოდებდნენ, განვითარების დაბალ დონეზე მყოფი მედიასაშუალებები მეტწილად დესპოტის ძალაუფლების შენარჩუნებისა და ქალაქის მცირერიცხოვანი ელიტის სამსახურში იდგნენ.

  რუსული, საბჭოთა ჟურნალისტიკის განხილვის შემდეგ, ყურადსაღებია პირველი რუსული სააგენტოს შექმნის ისტორიაც.

   1917 წელს ბოლშევიკური რევოლუციის კვალდაკვალ შეიქმნა საინფორმაციო სააგენტო ,,როსტა“ , რომლის ძირითად დანიშნულებას ოფიციალური სიახლეების გავრცელება და პროპაგანდისტული მასალების მიწოდება წარმოადგენდა ბოლშებიკების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. 1925 წლის 10 ივლისს მოსკოვსი სააგენტო ,,ტასმა“ ,,როსტა“ შეცვალა. საბჭოთა მედია სტრუქტურის მიხედვიტ, ,,ტასი“ ნაციონალურ მასმედია და რესპიბლიკურ საინფორმაციო სააგენტოებს ამარაგებდა ფედერალური, ადგილობრივი და უცხოეთის ახალი ამბებით. ,,ტასს“ დაარსების დღიდან მთავრობა აფინანსებდა და მართავდა, თუმცა მისი სტატუსი კომუნიზმის დაცემასა და დაშლასთან ერთად შეიცვალა.

  საბჭოთა კავშირის რღვევამ და დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის ჩამოყალიბებამ ,,ტასს“ პარტნიორი საინფორმაციო სააგენტოები დააკარგვინა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ამ სააგენტოებმა დამოუკიდებლად განაგრძეს საქმიანობა. რუსეთის უზენაესმა საბჭომ 1991 წელს მიიღო კანონი პრესის სესახებ, რითაც რუსეთის ისტორიასი პირველად გაუქმდა ცენზურა და ადამიანებს მიენიჭათ თავისუფლება აერჩიათ საკუთარი სურვილისაებრ საინფორმაციო პუბლიკაცია. თუმცა, მედია ორგანიზაციების გარკვეული რაოდენობა, მათ შორის ,,ტასი“, კლასიფიცირდა როგორც ,,ოფიციალური“ ორგანიზაცია და მათ საბიუჯეტო დაფინანსება დაუწესდათ. მართალია, სააგენტომ ობიექტურობასა და პროფესიონალიზმზე გააკეთა განაცხადი, მაგრამ სააგენტოს გენერალური დირექტორი მაინც პრეზიდენტის მიერ ინიშნება… 1992 წელს რუსეთის სატელეგრაფო სააგენტოსთან შერწყმის შედეგად ორგანიზაციას ,,იტარ-ტასი“ ეწოდა და დღეს მას მსოფლიო სწორედ ამ სახელით იცნობს.

  ჩვენ ვისაუბრეთ საბჭოთა მედიაზე, რომელიც ამავე რეჟიმის პირმშო იყო და სხვა რომ არა, მას უფლებაც კი არ ჰქონდა სხვაგვარად ეარსება.