Image

,,… მენატრები უზომოდ… უსაზღვროდ… ცრემლები გაშრა და დღეც ღამედ იქცა… შავ-თეთრი სიზმრებით სავსე ღამედ, სადაც შენ არ ხარ! მე გეძებ ყოველი კარის მიღმა და ყოველი ნათელი წერტილი მგონიხარ გვირაბის ბოლოს რომ გამოჩნდება ხოლმე… უკვე ორი წელია გეძებ… გგრძნობ ყოველ წამს ყოველი მხრიდან!!! მენატრები დღე და ღამე, მენატრები ფხიზელი და მთვრალი(ფეხარეული რომ დაეძებდი სახლის ლანდს), მენატრები მოსიყვარულეც და მკაცრიც, ჩემს ბავშვურ კისკისზე რომ გეღიმებოდა მაინც გულში… მე ვგრძნობდი ამას და მიხაროდა… მიხარია( მე დაგპირდი, რომ შენ ,,წარსული” არასოდეს იქნებოდი)…”

                                                                           თეკლა მოდებაძე

P.S  უბრალოდ არ მინდა ეს სიტყვები ოდესმე facebook-ის შენს გვერდზე ვეძიო…