Euthanasia- (ბერძნ. eut – ტკბილი, უშფოთველი, thanatos – სიკვდილი) უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილის წინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე დაჟინებული თხოვნით. მედიცინასა და სამართალში ერთმანეთისაგან განარჩევენ აქტიურ და პასიურ ევთანაზიას. აქტიური ევთანაზიის დროს ხდება ავადმყოფისათვის სიცოცხლის მოსპობა მოწყალების საბაბით, სამედიცინო პერსონალის ან სხვა პირის მიერ აქტიური მოქმედებების შესრულებით (მაგალითად, მომაკვდინებელი ინექციის შეყვანით, წამლის დიდი დოზის მიცემით და სხვა); პასიური ევთანაზია ნიშნავს, სამედიცინო მუშაკის ან სხვა პირის მიერ შეზღუდული ან რთული მეთოდებით ორგანიზებული მკურნალობის შეწყვეტას მოწყალების საბაბით, რომელიც იწვევს ავადმყოფის გარდაუვალ სიკვდილს. ევთანაზიის საკითხი უკავშირდება სიცოცხლის უფლებასა და სიცოცხლის დასრულების უფლებას (სიცოცხლის ღირსეულად დასრულების უფლებას). მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, გარდა ნიდერლანდებისა და ბელგიისა, ევთანაზიის აქტი აკრძალულია. ევთანაზია (აქტიური და პასიური ფორმები) აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით: “მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილებისაგან განთავისუფლების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე“ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მული); “სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან ამ უკანასკნელში მონაწილეობის მიღება“ (საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის ჯანდაცვის შესახებ კანონის 151-ე მუხლი). ასევე მიუღებელი აღმოჩნდა ევთანაზიის დაშვება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის (საქმე სიცოცხლის უფლების დარღვევას ეხებოდა) სტრასბურგის სასამართლომ ევთანაზიის ფაქტი სიცოცხლის ხელყოფად აღიარა.

  ჩემი აზრით, დასაშვები უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაშიც. თქვენ რას ფიქრობთ?