ფილმი, რომელმაც მე მთლიანად შემძრა რეჟისორ საირუს ნაურასტეხის გახმაურებული მძაფრსიუჟეტიანი დრამაა. მთავარ როლებში  შოჰრე აგლადშუ და მოჟან მარნო.კინოფილმირეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და გადაღებულია ფრანგ-ირანელი ჟურნალისტის ფრეიდონ საებჟამის ამავე სახელწოდების წიგნის   La Femme Lapidée – ს  მიხედვით. 

  ფილმის მოქმედება ვითარდება 1980-იან წლებში. ირანის  ერთ-ერთ მოშორებულ სოფელში. ამ სოფელში ხვდება ჟურნალისტი, რომელსაც მიმავალ გზაზე მანქანა გაუფუჭდა. სოფელში მისვლისას იგი დახმარებას თხოვს ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც სოფლის მექანიკოსი იყო. ამასობაში ჟურნალისტი სოფელში შეხვდება ზახრას, ქალს, რომელსაც სურს მოუყვეს წინა დღეს დატრიალებულ ტრაგედიაზე. ზახრა ჟურნალისტს შემზარავ ამბავს მოუყვება, რომელიც თავს გადახდა მის ძმიშვილს – სორაიას და თან სთხოვს ჟურნალისტს, რომ ეს ისტორია მთელ მსოფლიოს მოუთხროს.