Image

 

დავიწყოთ იმით, რომ დღემდე ამ ფილმის შესახებ ჩემდა გასაკვირად (და არა თქვენდა🙂 ) არაფერი  ვიცოდი; სრულიად შემთხვევით, მეგობარმა მირჩია და ერთადერთი რაც მითხრა ის იყო, რომ ინდურია და საინტერესოდ ეჩვენება… მის ,,გემოვნებას” (ამ სიტყვას ყოველთვის ბრჭყალებში ვსვამ, რადგან სხვა სასვენი ნიშანი ვერაფრით შევუსაბამე იმას, თუ რა დამოკიდებულებაც მაქვს ამ ცნების მიმართ🙂 ) ეჭვქვეშ არასოდეს ვაყენებ, უბრალოდ ,,ინდური” ჟღერდა ცოტა ისე, აი, საქართველოში ( და შეიძლება არა მარტო) რომ ვერ  წარმოგვიდგენია ინდური ფილმი ხმას გასწრებული დარტმების, დაუჯერებელი (გინდაც დასაჯერებელი) სასიყვარულო ისტორიებისა  და ფერად-ფერადი ცეკვების გარეშე… მე საერთოდ დიდი ,,გემოვნებით” არ გამოვირჩევი და ამიტომ გასაკვირიც არაა, ყოყმანის ყოყმანის გარეშე გადავწყვიტე ფილმი მენახა… საბოლოო ჯამში სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ცოტა სენტიმენტებიც მომეძალა და ცრემლებიც🙂🙂

   

     ძალიან ცოტა რამ ფილმზე:

,,მილიონერი ჯურღმულიდან”  2008 წელს ინგლისელმა რეჟისორმა დენი ბოილმა (Danny Boyle) გადაიღო.  მან 2009 წელს  ,,ოქროს გლობუსის” დაჯილდოებაზე ოთხი ჯილდო მოიპოვა: წლის საუკეთესო ფილმი,  საუკეთესო რეჟისურა (დენი ბოილი), საუკეთესო სცენარი (საიმონ ბოფოი Simon Beaufoy) და საუკეთესო მუსიკა (ა. რაჰმანი).

 ,,მილიონერი ჯურღმულიდან” გადაღებულია ინდოელი ავტორის ვიკას სვარუპის (vikas Swarup) წიგნის მიხედვით და მუმბაის ერთ_ერთ ღარიბულ რაიონში მცხოვრები 18 წლის ბიჭის შესახებ მოგვითხრობს.

  ფილმში აღწერილია  ჯამალ მალიკის  ტრაგიკული ცხოვრების ისტორია და მისი საბედისწერო თამაში, რომელიც ბედისწერამ მიყენებული ტკივილების სანაცვლოდ მისცა… ყველა კითხვა, რასაც ,,ვის უნდა მილიონის” ინდური ვერსის წამყვანი  ჯამალს უსვამს, მას საკუთარ მძიმე ბავშვობას და განვლილ 18 წელს ახსენებს…

ფილმში მონაწილეობენ ანილ კაპური, ირფან კჰანი, დევ პატელი და სხვები.

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image