Image

 

  რთულია, იმას რასაც ამ ფილმის ნახვის დროს განვიცდი ხოლმე  სიყვარული უწოდო, მაგრამ  არც ის ვიცი სხვას რას უნდა ნიშნავდეს, რომ შემიძლია ყოველ დღე გადაბმულად ვუყურო ყოველგვარი დაღლის და მობეზრების გარეშე… 

  “პიანისტი”  (პოლონურად Śmierć miasta) არის  ვარშაველი ებრაელი მუსიკოსისა და კომპოზიტორის ვლადისლავ შპილმანის წიგნი, რომელიც ავტორმა 1946 წელს დაწერა და მასში მთელი სიცხადით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მოგონებები აღწერა. რა გასაკვირია, რომ  სოციალისტურ პოლონეთში ის საბჭოთა ცენზურამ აკრძალა და ხელახლა მხოლოდ 1997 წელს გამოიცა. 2002 წელს წიგნის მიხედვით ებრაელმა რომან პოლანსკიმ გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი, რომელმაც ძალიან დიდი აღიარება და სამი ოსკარი ეკრანიზაციისთანავე მოიპოვა.

   სურათში განსაკუთრებული და რეალური სიმძაფრითაა აღწერილი ნიჭიერი პიანისტის მიერ განვლილი ომის დღეები, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მკვეთრადაა გადმოცემული მეორე მსოფლიო ომის სისასტიკე, ებრაელთა დევნა, უკიდურესი სიღარიბე, ტკივილი, შიში… ეს არის ორი საათი, რომელიც აუცილებლად უნდა დაუთმოთ ამ ფილმის ნახვას…