Image

 

   ნაბუქოდონოსორის მეუღლეს, მიდიის მეფის ასულს ცხელ და უტყეო ბაბილონში მშობლიური მთები და სიგრილე ენატრებოდა. დედოფლის დარდი რომ შეემსუბუქებინა, მეფემ გადაწყვიტა მიდიის ბაღების სილამაზე და სიგრილე ბაბილონში გადაეტანა.

  მისი ბრძანებით ოთხიარუსიანი კოშკი აშენდა. ყოველი იარუსის შიგნით აღმართულ სვეტს აგურის მაგარი თაღები ეყრდნობოდა. ერთიანი ქვის ლოდებისაგან წარმოქმნილი ტერასების პლატფორმები ლაქაშით (ჭაობის მცენარე)  და აგურის ორმაგი ფენით გაამაგრეს, ხოლო ტყვიის ფირფიტებით დაფარული აგურები ქვედა სართულებს წყლისგან იცავდა. მთელ ამ ნაგებობას დააყარეს ისეთი სისქის მიწა, რომ მასზე ყველაზე დიდ მცენარეებსაც შეეძლოთ ეხარათ. საფეხურებად მაღლა მიმავალი იარუსები ერთმანეთს თეთრი და ვარდისფერი ფილებით მოფენილი ფართო კიბით უერთდებოდნენ ერთმანეთს. შორეული ქვეყნებიდან აქ მოზიდეს ლამაზი მცენარეები, ხოლო სპეციალური წყალგაყვანილობა და სარწყავი სისტემა წყალსაცავიდან წყალს ოთხივე იარუსს აწვდიდა. ამგვარად აშენდა ბაბილონის კიდული ბაღები, თუმცა ბერძნებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ,,კიდული ბაღების” აგება დედოფალ სემირამიდას სახელს დაუკავშირეს. მეცნიერთა მიერ უკანასკნელ წლებში მიკვლეული მასალა გვამცნობს, რომ დედოფალი სემირამიდა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ასურეთში ქრ.შ-მდე IX საუკუნეში, ხოლო ,,კიდული ბაღები” ნაბუქოდონოსორის ბრძანებით ქრ. შ-მდე VI საუკუნეში მიდიის მეფის ასულის, ამიტას პატივსაცემად გაუშენებიათ.

 და მაინც, დამკვიდრებული ტრადიციით, ,,კიდული ბაღების” აგება დედოფალ სემირამიდას სახელს უკავშირდება. (ზოგს რა ბედი აქვს:) )