Image

 

   რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს ჭადრაკი ნამდვილად  ცხოვრებაა… ალბათ, ბევრი თქვენგანი დაკვირვებიხართ ამ ,,მინი” ცხოვრების დაფაზე რა თავგამოდებით იცავს მრავალსვლიან-ფუნქციური დედოფალი (ქალი) მხოლოდ დამუქრების დროს დამალვის ოსტატ მეფეს (კაცს), დარწმუნებული ვარ ისიც არ გამოგრჩებოდათ მხედველობიდან პატარა, ერთი შეხედვით უპერსპექტივო და უსუსური პაიკი როგორ ხდება ეტლი, კუ, მხედარი ან დედოფალი… 

  მახსოვს პირველად ჭადრაკის ჩემპიონატზე რომ უნდა გავსულიყავი, სკოლის ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა🙂 კერძო მასწავლებელი მომიჩინა წადრაკის უკეთ შესასწავლად🙂 მან, რა თქმა უნდა,  თავი გამოიდო ათასგვარი წიგნების მოტანითა და წესების დაზუთხვით, თუ რომელი სვლა უნდა გამეკეთებინა დასაწყისში, მეორედ, როგორ დამეცვა მეფე და ა.შ, მართალია, მე ვიცოდი რომ ამ უაზრო დაზუთხულ წესებს არასოდეს გამოვიყენებდი, მაგრამ დღემდე მახსოვს როგორ გამახარა თამაშის დაწყებამდე ზუსტად ერთი წუთით ადრე მასწავებლის ნათქვამმა სიტყვებმა ,,შენებურად ითამაშე”, ,,ჩემებურად” თამაშმა პირველი ადგილი დამაკავებინა მეც და ჩემს სკოლასაც… მას შემდეგ ნებისმიერ დამწყებს თუ უბრალოდ მოყვარულს ვეუბნები, რომ წიგნებიდან მხოლოდ სვლების სწავლა შეუძლიათ და ისე როგორც ცხოვრებაში ვერაფერს ისწავლი სხვის შეცდომებზე და დაზუთხილი წესებით, ისე ჭადრაკში ვერ მოიგებ ვერცერთ ხელს…

  ვინც თამაშობთ, ალბათ, გეცოდინებათ რა უკიდეგანო სიამოვნებაა, ხოლო ვინც არ თამაშობთ გირჩევთ აუცილებლად აიღოთ წიგნი, ისწავლოთ სვლები და მერე ,,თქვენებურად” ეთამაშოთ ,,ცხოვრებას”🙂

  შეიძლება ბევრმა იცით, მაგრამ ვინც არა, აქვე გეტყვით ჭადრაკის შექმნის ისტორიასა და ფიგურების სვლებს.

 შექმნის ისტორია: ძველ ინდოეთში ერთმა ბრძენმა 64-უჯრიან დაფაზე სპილოს ძვლისაგან გაკეთებული ინდოეთის ჯარის ოთხი სახეობის შესატყვისი ფიგურების გადაადგილებით, თამაშის მკაცრი წესები გამოიგონა. თამაში იმავდროულად საომარ მოქმედებებსაც ასახავდა. ბრძენმა თამაში რაჯას წარუდგინა, ხოლო თმაშით მოხიბლულმა რაჯამ მისი დასაჩუქრება გადაწყვიტა. ბრძენმა მორიდებიტ ითხოვა, რომ მისთვის პირველ უჯრაში -1, მეორეში -2, მესამეში -4, მეოთხეში -16 და ასე, ყოველ შემდეგ უჯრაში თავის თავზე გამრავლებულ რიცხვთა ჯამის რაოდენობის ხორბლის მარცვალი მიეცატ. ბრძანება ვერ შესრულდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დაიცალა არა მარტო მეფის, არამედ სახელმწიფო ბეღლების, ბრძენმა საფასური მაინც ვერ მიიღო. 

  

ინდოეთში მოგონილ თამაშს ჩატურანგა ერქვა. შემდეგ ის სპარსეთშიც გავრცელდა უკვე ჩატრანგის სახელწოდებით. მალე სპარსეთი არაბებმა დაიპყრეს და მათ ახალ თამაშს შატრანჯი უწოდეს. არაბებმა მაშინ მთელი ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და ესპანეთი დაიპყრეს. მათ მიერ შეტანილმა შანტრანჯმა ყველგან მოიკიდა ფეხი. XI საუკუნეში თამაშს ევროპაც გაეცნო და სათანადო გავრცელებაც ჰპოვა. XI-XII საუკუნეებში თამაშმა ევროპაში ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ იგი შეტანილი იყო რაინდული აღზრდის პროგრამაშიც კი. ჭადრაკი ნახსენებია იმდროინდელ  ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებებში: ,,სიმღერა როლანდზე’’, ,,ტრისტან და იზოლდა’’, ,,რომანი ვარდზე’’.

1283 წელს კასტილიისა და ლეონის  მეფის, ალფონს X-ის ბრძნებით სევილიაში დამზადდა უხვად ილუსტრირებული მანუსკრიპტი სახეწოდებით ,,თამაშთა წიგნი’’. აქ მოყვანილია ჭადრაკის სხვადასხვა ვარიაციები და 103 ამოცანა შამათის ჩასმაზე სვლათა გარკვეულ რაოდენობაში (ეს იყო პირველი წიგნი საჭადრაკო კომპოზიციის შესახებ).

  ფიგურები და მათი სვლები:

ImageImage

  მეფე: ჭადრაკში მთავარი ფიგურა არის მეფე და მისი დატყვევება, ე. ი. დაშამათება, თამაშის დამთავრებას ნიშნავს. იგებს ის, ვინც მოახერხებს მოწინააღმდეგის მეფის დაშამათებას. მეფის სვლები, სხვა ფიგურებთან შედარებით, ძალზე შეზღუდულია. მას შეუძლია გადაადგილდეს ნებისმიერ მეზობელ უჯრაზე.

ლაზიერი (დედოფალი): ჭადრაკის ყველაზე ძლიერი ფიგურა. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ერთი ლაზიერი ჰყავს. თამაშის მსვლელობისას ლაზიერს შეუძლია ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად და დიაგონალურად ნებისმიერი რაოდენობის უჯრაზე გადაადგილება. დგანან d1 და d8 უჯრებზე.

ეტლი: სიძლიერით მეორე ფიგურა ლაზიერის შემდეგ.პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი ეტლი ჰყავს. ეტლი მოძრაობს ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად უჯრათა ნებისმიერ რაოდენობაზე. მეტოქის ფიგურას იღებს ასევე ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ხაზებზე.  დგანან a1,h1, a8 და h8 უჯრებზე

კუ: მსუბუქი ფიგურა. კუ სიძლიერით დაახლოებით მხედრის ან სამი პაიკის ტოლფასია. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი კუ ჰყავს. ამ ორი  კუდან ერთი თეთრუჯრედოვანი და ერთი შავუჯრედოვანი კუა. ის მოძრაობს უჯრების ნებისმიერ რაოდენობაზე მხოლოდ იმ ფერის დიაგონალებზე, რას ფერის უჯრაზეც დგას. დგანან c1,f1, c8 და f8 უჯრებზე.

მხედარი: მსუბუქი ფიგურა. სიძლიერით დაახლოებით კუს ან სამი პაიკის ტოლფასი. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი მხედარი ჰყავს. პარტიის დასაწყისში მხედრები დგანან b1,g1, b8 და g8 უჯრებზე. მხედარი ერთდერთი ფიგურაა რომელსაც შეუძლია გადაახტეს როგორც თავის, ასევე მეტოქის ფიგურებს. მხედარი დადის რუსული ,,Г’’-ს ფორმით. თავიდან ორი უჯრა ჰორიზინტალურად ან ვერტიკალურად და მერე ერთი უჯრა ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად.

პაიკი: პაიკი ყველაზე სუსტი,მაგრამ უშიშარი მებრძოლია.იგი მოძრაობს მხოლოდ ვერტიკალურად ერთ უჯრაზე, საწყისი პოზიციიდან კი ერთ ან ორ უჯრაზე გადადის.პაიკს უკან სვლა არ შეუძლია. თეთრი პაიკები განლაგებულია 2 ჰორიზონტალზე, ხოლო შავები 7 ჰორიზონტალზე. პაიკი მეტოქის ფიგურას კლავს დიაგონალურად წინ ერთ უჯრაზე, მარცხნივ ან მარჯვნივ.პაიკს აქვს ბევრი კარგი თვისება, ესენია: 1) გავლაზე აყვანა, 2) ფიგურის გაცოცხლება. გავლაზე აყვანა შეიძლება მხოლოდ მეტოქის პაიკის ორ უჯრაზე გადაადგილების საპასუხო სვლით.მომდევნო სვლიდან გავლაზე აყვანა აღარ შეიძლება. თეთრ პაკს გავლაზე აყვანის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მეხუთე ჰორიზონტალზე იმყოფება. შავებს პაიკის გავლაზე აყვანა მხოლოდ მეოთხე ჰორიზონტალიდან შეიძლია. როდესაც თეთრი პაიკი მიაღწევს მერვე ჰორიზონტალს,ხოლო შავების პაიკი — პირველს, მაშინ შესაძლებელია პაიკის გაცოცხლება ლაზიერად, ეტლად, კუდ ან მხედრად. 

წყარო:   http://www.wikipedia.org/

      წიგნი: ,,ძველი ინდოეთი”