Image

და. . . როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს,
ჩემო კარგო, ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს,
— ბედი ჰქონდეს! – თქვა შავთვალა ანგელოსმა,
— ბედი ჰქონდეს? ხა, ხა, ხა, ხა. . . არასოდეს! –
თქვა სატანამ, ზღვას ფოლადის ხმალი დაჰკრა,
ზღვამ წამიღო, უდაბნოში გამომრიყა.

. . 
სულში, გულში გრძნობა გაქრა, გრძნობა გაქრა,
ქვეყანაზე აღარავინ აღარ მიყვარს. . . 
ჰო, როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს,
იცი, თურმე ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს,
— ბედნიერი იყოს უთქვამს ანგელოსსა,
სატანამ თქვა:
— ხა, ხა, ხა, ხა. .

. არასოდეს!.