Image

 

     ტერმინი თეატრი (ბერძნულად θέατρον (theatron) – სანახაობების ადგილი) ორი მნიშვნელობით გამოიყენება:

  1. თეატრი, როგორც ხელოვნების დარგი. თეატრის გამოხატვის სპეციფიკური საშუალებაა სცენური მოქმედებები, რომლებიც სრულდება პუბლიკის წინაშე მსახიობთა გამოსვლის (თამაშის, როლის შესრულების) დროს.
  2. თეატრი, როგორც შენობა, სასცენო ადგილი, სადაც ტრადიციულად ხდება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოების წარმოდგენა. შესაძლებელია სცენის გამართვა ღია ცის ქვეშ, პარკში, ძველ ტაძარში ან ამფითეატრში.

   

   ეს დეფინიცია მხოლოდ და მხოლოდ საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულებით, ჩემთვის კი თეატრი ბევრად სცილდება ამ და ბევრ სხვა განმარტებასაც კი…

    სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ხშირად ვერ ვახერხებ სპექტაკლებზე დასწრებასა და მათი მეშვეობით პიროვნულ ზრდას, თუმცა ახლა, როცა უკვე რამდენიმე დღის ნანახი მაქვს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დადგმული  სპექტაკლი “Art-ხელოვნება”, თამამად შემიძლია მეგობრებსა და ნაცნობებს საათობით ვესაუბრო იმ განცდებსა და გრძნობებზე, რაც ზემოაღნიშნული სპექტაკლის ნახვისას დამეუფლა.

   დავიწყოთ იმით, რომ სპექტაკლზე საუკეთესო მეგობართან ერთად ვარჩიე წასვლა, რაც ჩემი აზრით, შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო, რადგან სპექტაკლი თავიდან ბოლომდე სწორედ რომ ამ საოცარ გრძნობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზეა აგებული… 

   სპექტაკლში მინიმალურადაა გამოყენებული  დეკორაცია და მუსიკა,  მთელი ყურადღება გადატანილია სამ მთავარ გმირზე, სამ ბავშვობის მეგობარზე, რომლებსაც  წლების მანძილზე ერთმანეთისაგან განსხვავებული აზროვნება და გემოვნება ჩამოუყალიბდათ. რაღა თქმა უნდა,  საინტერესოა ის, თუ რამდენად ძლიერი აღმოჩნდება ეს მეგობრობა. შთამბეჭდავი იუმორი, ნაცნობი სიტუაცია ნამდვილად დააფიქრებს ნებისმიერ ადამიანს და შეიძლება ამ უახლოეს  ურთიერთობებში საკუთარი შეცდომებიც აღმოაჩენინოს, თუმცა ეს არცაა გასაკვირი, თეატრის არსიც ხომ ამაში მდგომარეობს…

   სპექტაკლის მთავარი თემა მეგობრების გაუცხოებაა; მათი კამათის ძირითადი მიზეზი ანტრიაძის თეთრი ფერის ტილოა, თეთრი სიცარიელე, რომელიც ერთ-ერთმა მეგობარმა ძალიან ძვირად შეიძინა და ცდილობს დანარჩენენი ორიც დაარწმუნოს “შედევრის” უნიკალურობაში. ამ ორიდან ერთისთვის სულერთია ეს ტილო, რადგან მხატვრობაში ვერ ერკვევა, მეორესთვის კი უბრალოდ ნაგავი.

Image

 

თანამედროვე ხელოვნების თაყვანისმცემელი სპექტაკლში  მიშა გომიაშვილია (სერგო), რომელიც ყველა გამოფენაზე “დაძვრება” და ცდილობს, მოსწონდეს ყველაფერი, რაც იმ წუთასაა პოპულარული. რაც მთავარია, მას სჯერა, რომ ეს ყველაფერი მომავალში შედევრად იქცევა , ისევე როგორც ნებისმიერი კლასიკოსის ნაწარმოები.

ზურა ყიფშიძე (მამია) ამ გატაცების გამო დასცინის სერგოს და არ შეუძლია ვანიკოსავით (ალეკო  მახარობლიშვილი) კომპრომისზე წავიდეს და სერგოს დაეთანხმოს ”უთანამედროვესი  მკვდრად შობილი გვამის” შედევრობაში, რომელიც “ალბინოსის მოჯმულსა ჰგავს”     აქედან იწყება კონფლიქტი,  ძველი წყენების გახსენება და  “ეფექტური თავზარდაცემა”: აღმოჩნდება, რომ მამიას და ვანიკოს არ მოსწონთ სერგო თავისი ამოჩემებული “შედევრებით”,  სერგოს და მამიას კი არ მოსწონთ, ვანიკოს დამყოლი ხასიათი და  მისი კომპრომისები, რამაც  იძულებით ქორწინებამდე მიიყვანა.  ხოლო სერგოს და ვანიკოს მამია მიაჩნიათ ეგოსიტად, ხოლო მისი შეყვარებული ლაურა – ქაჯად, რომელიც “ხელებს უაზროდ პარჭყავს” და სულაც არაა მამიასათვის შესაფერისი ქალი.

Image

ერთმანეთის შეურაცხოფა სპექტაკლის ფინალამდე გრძელდება, მაგრამ არის შერიგების მცდელობებიც.  მიუხედავად ამ გმირის უაზრო კომპრომისებისა, მე მაინც ალეკო მახარობლიშვილის გმირს გამოვყოფდი, რომელიც ყველაზე მეტად ცდილობს შეინარჩუნოს ეს მეგობრობა საკუთარი, ნამდვილი სახის დაკარგვის ფასადაც კი. ის წუხს, რომ “მხოლოდ საკუთარ თავზე ვლაპარაკობთ მხოლობით რიცხვში და ვამბობთ “მე-”ს “ჩვენ”-ის ნაცვლად”. ვანიკო ასევე  დადის ფსიქიატრთან და მეგობრებს უზიარებს ფსიქიატრის ნააზრევს:  თუ შენ ხარ შენ იმიტომ, რომ შენ ხარ შენ და მე ვარ მე იმიტომ, რომ მე ვარ მე, მაშინ შენ ხარ შენ და მე ვარ მე. მაგრამ თუ შენ ხარ შენ იმიტომ, რომ მე ვარ მე და მე ვარ მე იმიტომ, რომ შენ ხარ შენ, მაშინ შენ არ ხარ შენ”. ამ უაზრო ლოგიკაზე სამივე მეგობარს ეცინება და ფსიქიატრს შეშლილად თვლიან, მაგრამ ამ ფრაზაში ნათლადაა გამოხატული ის თუ რა ემართება ადამიანს დამახინჯებული კომპრომისების გაკეთების შემთხვევაში. სამწუხაროდ, რეალური შემთხვევები ბევრია ასეთი, როდესაც ერთი ყოველთვის თმობს და ეჩვევა ამ მდგომარეობას და არიან მამიასნაირი პრინციპულებიც, რომლებიც მეგობრის წყენინების ფასადაც კი ყოველთვის იმას ამბობენ, რასაც ფიქრობენ.

Image

საბოლოოდ ამ პიესაშიც მეგობრობა იმარჯვებს, რადგან სერგომ იმის ნიშნად რომ ეს მეგობრობა ყველა ტილოზე ძვირფასია, მამიას ლურჯი მარკერით დაახატვინა (და შემდეგ ჩუმად წაშალა)  ის “ნაჯღბანი”, რაც მამიას თქმით, ანტრიაძის შედევრს ნამდვილად სჯობდა, ხოლო ვანიკო ამ ღირსეული ნაბიჯის შემხედვარე ცრემლად დაიღვარა.

     სპექტაკლის ბოლოს ისმის ამაღელვებელი მშვიდი მელოდია, რომლის ფონზეც ამ თეთრი სიცარიელის ყველაზე დიდი კრიტიკოსი მამია საკუთარ ხედვას უზიარებს მეგობრებს: თეთრი ღრუბლებიდან თეთრად ბარდნისარც თოვლი მოჩანს არც ღრუბლებიარც ცა და არც მიწავიღაც კი თხილამურებით მოჰქრის ქვემოთქვემოთსივრცეშითოვსთოვსამ ნახატში კაცი სივრცეს ჰკვეთს, ჰორიზონტსთოვსთოვსთოვს