Image

 

   . ივ კლაინი დაიბადა 1928 წლის 20 აპრილს, ნიცაში. მისი მშობლები ფრედ კლაინი და მარი რეიმონდი ორივე მხატვარი იყო. მამამისი თავისუფალ პოსტ-მოდერნისტულ სტილში ხატავდა, როცა დედამისი წამყვანი ფიგურა იყო არტ-ინფორმელში და აქტიურად მუშაობდა პარიზელ პრაქტიკანტ აბსტრაქციონისტ მხატვრებთან. 1942 – 1946 წლებში ივი  აქტიურად სწავლობდა ლინგვისტიკას და ეუფლებოდა ძიუდოს ხელოვნებას. 1948-1952 წლებში კლაინმა იმოგზაურა იტალიაში, დიდ ბრიტანეთში,  ესპანეთსა და იაპონიაში. 25 წლის ასაკში  ,,ძიუდოს” ოსტატი გახდა და ,,იოდანის” საფეხური მიიღო.  1953 წელს კი დაწერა წიგნი ძიუდოს ფორმების შესახებ. 

   კლეინმა მონოქრომული ნახატების ხატვა 1949 წლიდან დაიწყო. პირველი პერსონალური გამოფენა კი 1950 წელს გამართა,  1954 წელს კი მისი ნამუშევრების კატალოგი გამოვიდა სადაც საკუთარი შემოქმედებით სხვა ტრადიციული კატალოგების პაროდიას აკეთებდა. ამ კატალოგში იმ ჰაერის, სივრცის და ცის შეგრძნებები იყო გადმოცემული რაც მან სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ადგილსა თუ სიტუაციაში განიცადა.

    აუდიტორიის რეაქციებიდან გამომდინარე, კლაინმა გააცნობიერა, რომ მნახველები მის შემოქმედებას აღიქვამდნენ როცორც ვარიაციებს, უფორმოდ შეფერილ ტილოს, ახალი ტიპის განათების გამოვლინებად ან აბსტრაქტული ინტერიერის დეკორაციათ. ამ ფაქტით შოკირებულმა მხატვარმა გადაწყვიტა რომ ,,გაუგებარი აუდიტორიის” გამო უფრო მეტად დაკონკრეტებულიყო მის შემოქმედებაში და მას იქით მხოლოდ ერთ – ლურჯ ფერზე გადაიტანა კონცენტრაცია. შემდეგ გამოფენაზე ,,მონოქრომული წინადადებები – ლურჯი ეპოქა”  (მილანი, აპოლინარი) ავტორმა წარმოაჩინა თერთმეტი იდენტური ლურჯი ტილო, სადაც გამოყენებული იყო ულტრამარინის პიგმენტი მიწებებული სინთეტიკურ რეზინ ,,Rhodopas”ზე.  ამ აღმოჩენაში პარიზელი ხელოვანი ვაჭარი ედვარდ ადამი დაეხმარა. ოპტიკური ეფექტი ჩადებული იყო პიგმენტის ბრწყინვალებაში, რომელზეც ზეთიანი ფუნჯის გადატარებას ბუნდოვანი ეფექტისკენ მიჰყავდა მხატვარი. კლაინმა შემდგომში დააპატენტა ეს რეცეპტი და ,,წმინდა იდეის ავთენტურობა” უწოდა.  ეს რეცეპტი და ფერი არის ,,ლაპის ლაზულის” (Lapis lazuli – ეს ქვა 6 000 წლის წინანდელია) ფერის იდეის გაცოცხლება. შუა საუკუნეების მხატვრობაში მადონას კაბის დახატვას ამ ფერით ცდილობდნენ ძირითადად. ეს ფერი ცნობილი გახდა როგორც ,,საერთაშოდისო კლაინის ლუჯი” (International Klein Blue ,,IKB”). კლაინის ნამუშევრები 20 სანტიმეტრიანი დაშორებით თავსდება ერთმანეთთან რომ გაიზარდოს სივრცული ორაზროვნება.  გამოფენის ეს ჩვენება საკმაოდ კრიტიკული და კომერციული იყო რამაც განაპირობა  გამოფენები პარიზში, ლონდონში, დუსელდორფში.

   მის შემდეგი გამოფენისთვის ,,Iris Clert Gallery” ში (1958) კლაინმა გადაწყვიტა ეჩვენებინა ,,ნებისმიერი არაფერი”. მან გალერეის სივრციდან მოაშორა ყველაფერი გარდა ერთი დიდი კარადისა, რომელიც მკრთალად შეღება თეთრად, შემდეგ გულმოდგინედ დამუშავებული შესვლის პროცედურა დაგეგმა – გვიან ღამით; გალერიის ფანჯარა შეღბილი იყო ლურჯად, შემოსასვლელში კი ლურჯი ფარდა ეკიდა. შესასვლელთან რესპუბლიკელი დარაჯები იდგნენ, იქვე ლუჯ კოქტეილებთან ერთად. პუბლიკის დიდი მოთხოვნის გამო 3000 ადამიანს რიგში ჩადგომა მოუწია, რომ შესულიყვნენ ამ ცარიელ ოთახში. კლაინი ამბობს: ,,ჩემმა მუშაობამ ფერთან განსაზღვრა საკუთარი თავის მიმართ ბრაზი. ცოტ-ცოტა რომ ეძებო ხარვეზები შენში, გარემოება ბოლოს ბევრ ხარვეზს წარმოგაჩენინებს, ამიტომ გადავწყვიტე ბოლო მომეღო ამ ბრძოლისთვის. ჩემი ნახატები ახლა უკვე ხილულია და მინდა რომ სუფთა და პოზიტიური მანერით ვაჩვენო ხალხს ჩემს შემდგომ პარიზულ, ,,ირის ქლერტის” გამოფენაში. 

    წლის ბოლოს კლაინი მიიწვიეს გერმანიაში, გლესენკირჩენის ოპერის თავისუფალი ლურჯი ფრესკების გასაფორმებლად. ყველაზე დიდი 20 მეტრი სიგანის და 7 მეტრი სიმაღლის კედელი იყო. ეს ოპერა 1959 წელს გაიხსნა და დიდი მოწონება დაიმსახურა.

   კლაინის ორი ბოლო გამოფენა პარიზში იყო ,,აშკარა სიჩქარე და მონოქრომულობის სტაბილურობა” ჟან ტინგლისთან თანამშრომლობით (მის ცნობილ კინეტიკურ ფიგურებთან ერთად) და  ,,რელიეფები ღრუბლისებრ ტყეში” – ამ გამოფენაში მან გამოიყენა ხეში ჩატენილი ქვები (რომლებიც მშობლების ბაღში იპოვა) და IKB ფერი.

   უფორმოდ შეფერილი IKB ნახატების მიუხედავად, კლაინი ეძებს სხვადასხვა მეთოდებს, რომ დაურთოს მხატვრობას; თავდაპირველად გორგოლაჭებს, მოგვიანებით ღრუბლებს, რომლებითაც შექმნა სერია ,,მრავალფეროვანი ზედაპირები”. ამ ექსპერიმენტულობამ გზა გაუხსნა მას შიშველი ნატურების ხატვისაკენ. მან დახატა შიშველი ნატურები, მიმოფანტა სასურთო სიბრტყეზე და მათით შექმნა გამოსახულება, ანუ მოდელები გამოიყენა ,,ცოცხალ ბუნჯად”. ამ ტიპის სამუშაოს მან ,,ანთროპომეტრია” უწოდა (Anthropometry). ივის სხვა ნახატებიც აქვს მსგავსი მეთოდებით შექმნილი. მაგალითად ,,ჩანაწერები” რომლებიც შეიცავენ წვიმას – კლაინმა წვიმის დროს სველი ტილო მიამაგრა მანქანას სახურავზე და 70 მილი იარა. წვიმის წვეთებმა საკუთარი კვალი დამჩნიეს მას. აგრეთვე მას ეკუთვნის ,,ტილოები დამწვრობით”- კლაინმა გაზის ცეცხლით გამჭვარტლა და გამურა ტილოები.

  კლაინი საგამოფენო დარბაზ Club Solitaire-ში საკუთარ გამოფენაზე შეხვდა კრიტიკოს პიერ რესტანის, სადაც ოფიციალურად ჩამოყალიბდა ,,ახალი რეალიზმის” ჯგუფი 1960 წლის 27 ოქტომბერს.  დამფუძნებლები იყვნენ: არმანი, ფრანც დუფრე, რეიმონდ ჰაინსი, ივ კლაინი, მარტიალ რეისე, დენიელ სპოერი, ჟან ტინგლი და ჟაკუს ვილეჯი  ნიკი დე სენ-ფალთან, ქრისტო და დეშამპთან ერთად, რომლებიც ბოლოს შეუერთდნენ მათ. ჯგუფის ძირითადი მიზანი ,,ახალი რეალიზმი” – გულისხმობდა ახლებურ მიდგომებს განსაზღვრული რეალობის მიმართ.

   1962 წელს კლაინი ცოლად ირთავს როტრუტ უიკერს პარიზში. მისი ბოლო ნამუშევრები საფრანგეთის გეოფიზიკურ რელიეფებზეა აგებული. 1962 წლის 6 ივნისს საღამოს ფილმის ყურებისას (რომელშიც თვითონაც მონაწილეობდა) სამი მოულოდნელი გულის შეტევა მიიიღო რის შედეგადაც გარდაიცვალა. მისი შვილი ივი, მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში დაიბადა.

Image

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image