Image

ნოემბრის ერთ ჩვეულებრივ დღეს ჩემს ბიუროში ვიჯექი, ტელეფონი შეუჩერებლად რეკავდა. საქმიანი ზარები იყო, გამონაკლისი მხოლოდ ჩემი მეგობარი კაროლინა აღმოჩნდა, რომელმაც საღამოს კინოში წასვლაზე დამითანხმა.

როცა ყურმილი დავკიდე, ფანჯარაში გავიხედე, წვიმდა და უცებ გავიფიქრე, რა კარგი იქნებოდა საღამოს სახლში რომ დავრჩენილიყავი.

მაგრამ კაროლინა ეს ერთი ხანია ისევ მარტო ცხოვრობს და ძალიან ეწყინებოდა ჩემი უარის თქმა.

„რას არ გააკეთებს ადამიანი მეგობრისთვის“?!

ბიურო დაიკეტა.

სანამ შენობას დავტოვებდი, ქოლგა გასასვლელშივე გავშალე, ავიწიე პალტოს საყელო და გაჩერებისკენ გავეშურე.

“ისეთი სიცივეა ძაღლს არ გააგდებს ადამიანი გარეთ”!– გავიფიქრე.

ნახევარ საათში სახლში ვიყავი, ჭამისთვის დრო აგარ მრჩებოდა, სასწრაფოდ მოვიხარშე ყავა და ვიფიქრე ცოტა დასვენება არ მაწყენსთქო.

შემდეგ სამზარეულოს ფანჯრიდან გავიხედე , წვიმა შეუჩერებლად ასხამდა ფანჯრის რაფებს. თერმომრტრი 16 გრადუსს უჩვენებდა, საბედნიეროდ არ ციოდა, ამ ფიქრმა გამიადვილა კაროლინასთან ჩემი შეთანხმება სისრულში მომეყვანა, ჯერ თორმეტიც არ იყო სახლიდან რომ გავედი.

ქუჩაში ბევრი ხალხი არ იყო, მაგრამ ზოგს ემჩნეოდა რომ ჩქარობდა, რაც შეიძლება მალე და თუნდაც გალუმპული მისულიყო სახლში.

მათი სიჩქარე თავიდან გაუგებარი იყო ჩემთვის, რადგან ჩემი ნაბიჯები უფრო ნელი და სუნთქვა უფრო ღრმა გახდა. ვამჩნევდი დადებითად რომ მოქმედებდა ჩემზე წვიმისგან გაკრიალებული ჰაერი, ღრუბელივით ვისრუტავდი მას. თითქოს ცინცხალი ენერგიით ვივსებოდი და ვჯანსაღდებოდი.

თითქმის მაშინალურად დავკეცე ქოლგა, მინდოდა წვიმის პატარა გრილი წვეთები მეგრძნო კანზე. თავი გავიშიშვლე და როცა პირველი წვეთი ჩამოცურდა ლოყაზე , ვიგრძენი, როგორ ერთბაშად მომეხსნა მთელი დღის სტრესი. ჩემში თავისუფლებამ გაიღვიძა. სულაც არ ვაპირებდი ამაზე ფიქრს, პირიქით, ვერც კი წარმოვიდგენდი ამას ორი საათის წინ.

ეს არ იყო ორი საათის ამბავი.

მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ უკვე ავტობუსის გაჩერებასთან მოვედი.

გაჩერებასთან მდგომ ადამიანებს ჩემსკენ ქონდათ მზერა მომართული. ალბათ გალუმპული პუდელივით გამოვიყურებოდი, მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო მიზეზი. გაუგებრად მიაჩნდათ ჩემს ხელში დაკეცილი ქოლგა, მათ აზრებს ვკითხულობდი, „გიჟია“– ეწერათ მათ სახეებზე.

ერთი ახალგაზრდა გამოეყო მგზავრებს. დაფერთხა თავისი ქოლგა და ჩემს გვერდით დადგა. თან მხიარული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. მიყურებდა.

უცებ გაიშიშვლა თავი, ღრმად სუნთქავდა და სახეს უშვერდა წვიმას, ღიმილიდან ხარხარზე გადავიდა, ამ მომენტში ჩემთვის სრულიად ცხადი გახდა, რომ გამიგო , მანაც ახლა აღმოაჩინა ჩემსავით. სხვანაირად არ შემეძლო და მეც ავყევი სიცილში.

ძალიან კარგი გრძნობაა ცხოვრების სიხარულს სხვასთან ერთად რომ ინაწილებ.

ავტობუსი მოვიდა მაგრამ ჩვენ არ ავსულვართ.

                                                                                                                                ვოლფგანგ ბორხერი

 

მთარგმნელი: კახნიაშვილი მამუკა

წყარო: http://lib.ge/