6897998452_e8301980c8_b

,,ასეთი რომანები თანდათან გზას გაუკვალასვ დღიურებსა და ავტობიოგრაფიაბეს – ყველაზე ამაღელვებელ და საინტერესო წიგნებს. მთავარია, ადამიანმა იცოდეს, რა ამოარჩიოს ეგრეთ წოდებული პირადი გამოცდილებიდან და როგორ დაწეროს სიმართლე”.     (რალფ უოლდო ემერსონი)

ჰენრი მილერის ,,კირჩხიბის ტროპიკში”  მოქმედება 1930-იანი წლების საფრანგეთში ხდება. მთავარი გმირი თავად ავტორია, რომელიც ცდილობს როგორმე გაუმკლავდეს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას. მილერი აღწერს იმ საშინელ სიტუაციას, რომელსაც ყოველდღე აწყდება პარიზში. წიგნში ასახული არაერთი  სექსუალურ ურთიერთობებსა გამო პენსილვანიის შტატის უმაღლესმა მსაჯულმა მაიკლ მუსმანომ გამოაცხადა: „ეს წიგნი არ არის. ეს გათხრილი ორმოა, თხრილი, ლპობის კერა, ადამიანთა გარყვნილების სრული კრებული“ . ხალხი იმ დროს  მზად არ აღმოჩნდა იმ ნაწარმოებისთვის, რომელსაც მოგვიანებით ჯორჯ ორუელმა  1930-იანი წლების შუალედის უმნიშვნელოვანესი წიგნი .უწოდა.

ვფიქრობ ,,კირჩხიბის ტროპიკი” ერთ-ერთი წიგნია იმ წიგნთაგან, რომლის წაკითხვა ნამდვილად ღირს. აქ ვერ იპოვით ფარფატა სიყვარულის ისტორიებს, მშვენიერ ადამიანურ ურთიერთობებს, სილამაზით ცნობილ პარიზის ქუჩებს და ფრანგულ ყოფას, პირიქით, მისი ყოველი გვერდი დაგამძიმებთ, მძაფრად იმოქმედებს თქვენს გრძნობებზე, შიგადაშიგ გულსაც აგირევთ ბანალური სექსუალური თუ სხვა ადამიანური ყოფის ამსახველი  სიტუაციების აღწერა,, თუმცა მისი მეშვეობით ნათლად დაინახავთ ,,მედლის” მეორე მხარეს, შეულამაზებელ რეალობას, სინამდვილის საშნელებას და სიმწვავეს.

,,დოსტოევსკი ყველა იმ წინააღმდეგობრიობის ჯამია, რომლებიც ან დაადამბლავებს ადამიანს, ან უმაღლეს მწვერვალამდე აიყვანს. დოსტოევსკისთვის არ არსებობდა ისეთი სიმდაბლე, რომელსაც ვერ ჩასწვდებოდა და არც ისეთი სიმაღლე, რომელსაც ვერ შესწვდებოდა. მთელი გამა ჩაარაკრაკა – ზენაარიდან ქვესკნელამდე. ”

,,საჯინიბოს დამლაგებელს, რომელმაც ცხენის კურკლები უნდა დაგავოს, ეჩვენება, რომ უცხენო სამყაროზე საშინელი არაფერია ამ ქვეყნად. ნებისმიერი მცდელობა, გააგებინო, რა უბადრუკია იმ კაცის ცხოვრება, მთელი დღე თბილ-თბილ კურკლებში რომ ურევს ხელს, სრული კრახით მთავრდება. ადამიანს შეიძლება კურკლიც მოსწონდეს და ეძვირფასებოდეს, თუკი მისი კეთილდღეობა ამ კურკლზეა დამოკიდებული”

,,ნიუ-იორკში თვით ყველაზე მდიდარი ადამიანიც კი მღილად გრძნობს თავს. ნიუ-იორკი ცივი, ელვარე და დამღუპველია. აქ შენობებია მთავარი. ყველაფერი ატომური სიჩქარით მოძარაობს, რაც უფრო გიჟური რიტმია, მით უფრო გიკნინდება სული… ჯობია ამერიკისგან შორს გეჭიროს თავი, უკანა პლანზე გადასწიო, როგორც ღია ბარათი, რომელსაც მძიმე წუთებში გახედავ და გაგიხარდება.”

,,პარიზი ნამდვილი მეძავივითაა. შორიდან გაცდუნებს, ერთი სული გაქვს, როდის ჩაეხუტები, მაგრამ ზუსტად ხუთ წუთში საშინელ სიცარიელეს გრძნობ და საკუთარი თავი გეზიზღება. მოკლედ, გაბრიყვებული და გაცუცურაკებული რჩები”