10801680_797528836981385_5359459763093462864_n

,,თოვლია და ქარბორია,
გაფენილი ტრამალებს,
გოგო, გული შეიღილე,
გოგო მუხლი დამალე!

რად გგონია დაგიჯერო
ეს ეშმაკი ტყვილები,
ვითომ მისით რომ შეგხსნია
კალთის ბოლო ღილები.

ვფიქრობ ასე და საოცარ
სურვილებში ვიჭრები,
აგერ ნერვებს ლაგამივით
ხრავენ ბორჯგი ბიჭები.

ფშინავენ და წრიალებენ,
აბოლებენ მალ-მალე
გოგო, – გული შეიღილე,
გოგო, – მუხლი დამალე!

აბაჰ! შენაც არ მომიკვდე…
და მეც ქვეშ-ქვეშ ვიცინი
და ბიჭების დასარბევად
კვდება გოგო სიცივით.”

(ზურაბ გორგილაძე)