book_4dd675791d5f5

,,ძალიან ხნიერი როკ-ენ-როლისათვის, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა სიკვდილისათვის”,- ბრიტანულ საკულტო როკ-ჯგუფ ,,ჯეთრო ტალის” ეს ცნობილი გამონათქვამი კარგად მოირგო ამერიკელმა მწერალმა კენ კიზიმ, როცა საკუთარი თავი დაახასიათა, როგორც ,,ძალიან ახალგაზრდა ბიტნიკობისათვის, მაგრამ ძალიან ხნიერი – ჰიპობისათვის”.

კენ კიზი 50-იანი და 60-იანი წლების შუაში მოხვდა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, თავისი ცხოვრების წესითა და შემოქმედებით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა იმ პერიოდის ამერიკის კონტრკულტურაზე. ჟურნალისტიკისა და ლიტერატურის საუნივერსიტეტო კურსები, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუშაობა და ადამიანის ორგანიზმსა და ფსიქიკაზე ჰალუცინოგენების ზემოქმედების შემსწავლელ ექსპერმენტებში მოხალისედ მონაწილეობა საკმარისი გამოდგა, რომ 1962 წელს კენ კიზის შეექმნა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რომანი ,,…გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა”.

რომანს მომენტალური წარმატება ჰქონდა. ერთი წლის შემდეგ მისი სასცენო ვერსია ბროდვეიზე დაიდგა. 1975 წელს მილოშ ფორმანმა რომანის მიხედვით ფილმი გადაიღო. ფილმმა, რომელმაც კინემატოგრაფის ისტორიაში უიშვიათეს წარმატებას მიაღწია, მიიღო 5 მთავარი ,,ოსკარი” – საუკეთესო ფილმის, რეჟისურის, მსახიობი ქალის, მამაკაცის და სცენარისათვის, – და კიდევ უფრო გაზარდა წიგნის პიპულარულობაც.

ტოტალიტარულ სისტემაში თავისუფლებისათვის ბძოლოს თემა მიუღებელი იყო საბჭოთა იდეოლოგიისათვის და ჩვენში ეს ნაწარმოები აკრძალეს. თუმცა ვიდეოტექნიკის განვითარებასთან ერთად 80-იან წლებში ,,გუგული” პროტესტისა და დაუმორჩილებლობის არაოფიციალურ, ერთადერთ და უპირობო გამოხატულებად იქცა.

,,…გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდას” შემდეგ კენ კიზიმ სხვა ნაწარმოებებიც გამოაქვეყნა, მაგრამ, ეს რომანი რომ არა, ჯეკ კერუაკი არ იტყოდა მის შესახებ, ამერიკას უდიდესი ახალი რომანისტი მოევლინაო.

ბიძინა მაყაშვილი

რომანის სიუჟეტი: 

რომანის მოქმედება ვითარდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მთხრობელია ერთ-ერთი პაციენტი, ინდიელი ბრომდენი. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია თავისუფლებისმოყვარული პაციენტი რენდლ პატრიკ მაკმერფი, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ციხიდა ხვდება. სავარაუდოდ, ის იგონებს ფსიქიურ აშლილობას,  რათა თავი დააღწიოს საკონტროლო სამუშაოებს.  სხვა პაციენტები რომანში წარმოდგენილნი არიან არა როგორც სულიერად დაავადებულები, არამედ როგორც საზოგადოების უმრავლესობის მიერ გარიყული ნორმალური ადამიანები.

მაკმერფი უპირისპირდება მთავარ ექთანს,  რომელიც მუშაობს საავადმყოფოს შესაბამის განყოფილებაში. მთავარი ექთანი, რომლის პირადი ცხოვრება არ აეწყო, ამყარებს საკუთარ ძალაუფლებას პაციენტებზე და საავადმყოფოს პერსონალზე. მოჯანყე და ინდივიდუალისტი მაკმერფი ებრძვის ექთნის მიერ დამყარებულ წესრიგს და ახდენს შესაბამის გავლენას პაციენტებზე, ასწავლის რა მათ ცხოვრებით ტკბობასა და ათავისუფლებს მათ ქრონიკული კომპლექსებისაგან. მაკმერფის ქმედებები მიდის საავადმყოფოს წესების დარღვევამდე, მათ შორის ღამის გართობამდე ალკოჰოლური სასმელის  მიღებითა და მეძავებისმონაწილებოთ.

მთავარ ექთანს, რომელიც ადრინდელად ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას, გამოჰყავს მაკმერფი წყობილებიდან, სარგებლობს მომენტით და მას გზავნის ლობოტომიაზე. მაკმერფის ოპერაცია ანადგურებს, მაგრამ სხვა პაციენტები ხდებიან გაბედულები, თავდაჯერებულები და თავისუფლდებიან მთავარი ექთნისაგან.