jafara-2wys8ujau7uwwflv3gkav4

ერთი შეხედვით ხომ უაზრობაა, საყვარელი წიგნების, მწერლების, მსახიობების და ა.შ ჩამოთვლა, თითქოს რაღაც წრეს კრავდე და მხოლოდ მის ფარგლებში მოძრაობდე, განვითარების გარეშე;  ვარიდებ ხოლმე თავს ამ სიების შედგენას, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვა, განსაკუთრებით საყვარელი, ძვირფასი წიგნები და ავტორები მაინც მყავს. ერთ-ერთი მათგანი ჰარპერ ლის ,,ნუ მოკლავ ჯაფარასაა”

ორიგინალში რომანს To Kill a Mockingbird ჰქვია, ანუ ,,მოკალი კაჭკაჭი”, თუმცა მე ძალიან მახარებს ის, რომ ქართულ ვარიანტს არა პირდაპირ თარგმნილი სათაური, არამედ ,,ნუ მოკლავ ჯაფარას” ჰქვია. ნაწარმოების მთელი არსიც ხომ იმაში მდგომარეობს, რომ ჯაფარას ( გნებავთ კაჭკაჭის) მოკვლა ცოდვაა, რადგან ის ერთადერთი ფრინველია, რომელიც არავის არაფერს არ უშავებს, არც ბუდეს იკეთებს ჭერში და არც სხვა რამით აწუხებს სამყაროს, მხოლოდ ადამიანთა გულის გასახარად გალობს…

რომანის მთავარი პერსონაჟები ადვოკატი ატიკუს ფინჩი და მისი შვილები ჯინ ლუიზა (ჭყიტა) და ჯერემი არიან. დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებული, 6 წლის გოგონას თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა…

უბრალო, გულწრფელი ენით დწერილი მთელი ნაწარმოები, ძალიან მარტივად იკითხება, თუმცა ყველანაირ ადამიანურ ურთიერთობას, ღირებულებას და გრძნობას იტევს. მასში შეხვდებით რასიზმის, თანასწორუფლებიანობის სამართლიანობის პრობლემებს, სიყვარულის, სიკეთის, უანგარო დახმარების და სულგრძელობის არაერთ მაგალითს.

  • ,,ზოგიერთი იმდენად ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ რა ელის იმქვეყნად, რომ ამქვეყნიური ცხოვრების შესახებ ვერაფერს სწავლობს.”
  • ,,ნამდვილი სიმამაცე ისაა, როდესაც იცი, რომ დამარცხდები, მაგრამ მაინც იბრძოლებ იმისთვის, რისიც გჯერა”
  • რსებობს მხოლოდ ერთგვარი სახეობის ხალხი – ხალხი.”
  • ,,რაც არ უნდა იყოს, ყოველი ბრბო ადამიანებისგან შედგება! “
  • ,,ზრდილობა მოითხოვს ადამიანს იმაზე ესაუბრო, რაც მას აინტერესებს და არა იმაზე, რაც შენ თვითონ გაინტერესებს”
  • ,,კეთილშობილი ადამიანი ისაა, ვინც თავის ნიჭსა და უნარს დაუზარებლად იყენებს კეთილშობილური მიზნების განსახორციელებლად”
  • ,,ჯერ ერთი, სულაც არაა აუცილებელი, ყოველთვის გამოაჩინო ის, რაც იცი, ნამდვილი ლედი ასე არასდროს არ იქცევა; მეორეც, ხალხს არ უყვარს საქმის დაჭერა ისეთ ადამიანებთან, ვინც მათზე მეტი იცის, ეს ყველას აღიზიანებს. “

1qpxsl

2d0dpft

2i0ultw

14cd2fr

21ex1lx