MV5BMTkwNTg2MTI1NF5BMl5BanBnXkFtZTcwMDM1MzUyMQ@@._V1__SX1297_SY615_

ძალიან ბევრჯერ დავიწყე ამ პოსტის დაწერა და გადავიფიქრე, რადგან ფილმებზე მოყოლა, მათი შინაარსის აღწერა და გაზიარება იმ  ადამიანებისთვის, რომელთაც შესაძლებელია ჯერ ის არც კი უნახავთ, ვერაა კარგი საქციელი🙂 თუმცა თუ დავუფიქრდებით იმას, რომ ამ ბლოგს არც ისე ბევრი მკითხველი ჰყავს, მე კი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებას დრო და დრო ძველი პოსტებისათვის თვალის გადავალება , საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე დამეპოსტა ჩემთვის ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ფილმზე.

,,ეს სევდიანი ამბავი მოგვითხრობს ,,დოგვილის” შესახებ. დოგვილი კლდოვან მთებში მდებარე ძალიან პატარა ამერიკული ქალაქია, რომელიც მიტოვებულ ვერცხლის მაღაროსთან მდებარეობს. გზა სწორედ ამ მთებისკენ მიდის და გზაც იქ წყდება” –  ასე იწყება ფილმის პროლოგი. აქვე ხდება ქალაქის მაცხოვრებლების აღწერაც, რომლებსაც ღარიბულ პირობებში  უწევთ ცხოვრება. ისინი შეიძლება იდეალურნი არ არიან, მაგრამ არც ბოროტი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ვეცნობით ტომ ედისონ უმცროსს. ის მოწადინებული მწერალია, რომელიც თავისი ქალაქელების რეგულარულ შეკრებისა და „მორალურ საკითხებზე” საუბრის გამო თავის საქმეს ცდება. ტომს სურს ფიზიკოსი მამის კვალს გაჰყვეს, და გახდეს მასავით ქალაქის მორალური და სულიერი ლიდერი. თავიდან შეიძლება ფილმის გამორთვაზე იფიქროთ, რადგან ის მინიმალისტური გარემო, რაც რეჟისორმა აირჩია ფილმის გადასაღებად, ალბათ არამიმზიდველად მოგეჩვენებათ, თუმცა, ჩემი აზრით ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან მთელი ყურადღება არა დეკორაციაზე, არამედ სიუჟეტზე, იდეაზე, მიზანზე გადავიდა და ემოციურად კიდევ უფრო დატვირთა ის.

ფილმი, ცხრა ნაწილადაა დაყოფილი. პირველ ნაწილში ტომს გასროლის ხმა ესმის, შემდეგ კი ხვდება უცნობ ქალს გრეისს, რომელიც აშკარაა რომ ვიღაცას გამოექცა. გრეისი, მშვენიერი და თავმდაბალი ქალია. მას სურს, რომ გზა გააგრძელოს და გაიქცეს, თუმცა ტომი არწმუნებს, რომ მთები ძალზედ რთული გადასალახია. სანამ ისინი საუბრობენ, განგსტერები ქალაქამდე აღწევენ და ტომი მაშინვე მალავს გრეისს, ახლომდებარე მაღაროში. ერთ-ერთი განგსტერი ტომს ეკითხება თუ ნახა ქალი, რასაც ბიჭი უარყოფს. შემდეგ განგსტერი მას ჯილდოს სთავაზობს და ბარათს აძლევს, რომელზეც ტელეფონის ნომერი წერია, რათა მან დარეკოს იმ შემთხვევაში თუ გრეისი გამოჩნდება. ტომი გადაწყვეტს, რომ მის მომდევნო შეხვედრაზე გრეისი გამოიყენოს როგორც „თვალსაჩინო მაგალითი” – შანსი ქალაქის მცხოვრებთათვის, რომ მათ დაამტკიცონ თავიანთი პატივისცემა საზოგადოებრივი ღირებულებებისადმი, ასევე ის, რომ საჩუქრის მიღება ძალუძთ და სურთ უცნობის დახმარება. ხალხი სკეპტიკურადაა განწყობილი. ტომი მათ არწმუნებს, რომ გრეისს შანსი უნდა მისცენ, რათა დაამტკიცოს, რომ ის კარგი ადამიანია. მას ორ კვირას აძლევენ, რათა ქალაქის მაცხოვრებლებს თავი მოაწონონ.

მეორე ნაწილში ტომი ურჩევ გრეისს, რომ ქალაქის მაცხოვრებლებს დაეხმაროს საშინაო საქმეებში. ქალიც რჩევას იღებს: უმეგობრდება მარტოსულ, ბრმა ჯეკ მაკეის, სხვებს მაღაზიის მართვაში ეხმარება, უვლის ჩაკისა და ვერას შვილებს.. თავიდან დოგვილელები ქალს ეჭვის თვალით უყურებენ და დახმარების ნებას არ რთავენ. თუმცა მალევე ხალხი იღებს გრეისის დახმარებას. ასე ქალი ნელ-ნელა ქალაქის საზოგადოების ნაწილი ხდება.

მესამე და მეოთხე ნაწილში ჩანს,რომ გრეისი ქალაქმა მიიღო და მას დარჩენის ნებასაც აძლევენ. ის კვლავინდებურად ემხმარება ქალაქის მაცხოვრებლებს საოჯახო საქმეებში.

მეხუთე ნაწილში  4 ივლისის დღესასწაულზე ტომი სიყვარულში უტყდება გრეისს და მთელი ქალაქი თანხმდება, რომ გრეისის დამსახურებით ეს ქალაქი უკეთესი გახდა. ამასობაში კვლავ პოლიცია მოდის, რათა დაკარგულის პლაკატი, ძებნილის პლაკატით ჩაანაცვლოს. ირკვევა რომ გრეისს ბანკის გაძარცვაში მონაწილეობისთვის ეძებენ. დოგვილელები თვლიან, რომ ქალი უდანაშაულოა, ვინაიდან იმ დროს, როდესაც ძარცვა მოხდა, გრეისი მათ ქალაქში იყო. მაგრამ მაინც ხიფათი გაიზარდა: აღმოჩნდა რომ ქალაქის მცხოვრებლებმა შეიფარეს ძებნილი, ამიტომ გრეისმა უფრო მეტი უნდა იმუშაოს, შრომის ანაზღაურება კი მცირდება. ეს იდეა ძალიან არ მოსწონს გრეისის, თუმცა ტომის გამო ის შემოთავაზებას თანხმდება.

ფილმის მეექვსე ნაწილის დასატაურება უკვე ნათელს ჰფენს იმას, რომ მიუხედავად გრეისის სურვილისა, ქალაქში რაღაცები მაინც შეიცვალა. თითქოს რომ მის დოგვილში ყოფნას უარყოფითი შედეგი არ უნდა მოეტანა ქალაქისთვის, დოგვილი მაინც იღრინება…

დამატებითი სამუშაოების გამო გრეისი შეცდომებს უშვებს. სიტუაცია უარესდება და ხალხიც ახალი განრიგის გამო ერთიანად გაღიზიანებულია. ზოგი მამაკაცის გრეისზე სექსუალურ ძალადობას ცდილობს. ქალები კი მეტად უხეშები ხდებიან. ბავშვებიც კი თავნებობენ: ჩაკისა და ვერას 10 წლის შვილი ჯეისონი, გრეისს სთხოვს, რომ ქალმა მას გაარტყას, დიდი დავიდარაბის შემდეგ გრეისი მართლაც ასე იქცევა. მალე ისევ მოდის პოლიცია. ჩაკი მიდის თავის სახლში, სადაც გრეისი იმალება. ის მას აუპატიურებს და აშინებს, რომ თუკი წინააღმდეგობას გაუწევს, პოლიციასთან დაასმენს.  გრეისი დაჭერას გადაურჩა, თუმცა მისთვის ნათელია, რომ ქალს ქალაქის მცხოვრებთაგან საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია.

მეშვიდე ნაწილში გრეისსა და ქალაქის მაცხოვრებლებს შორის ურთიერთობის დაძაბვა ფაქტობრივად პიკს აღწევს. ტომი გრეისს დოგვილიდან გაქცევის იდეას სთავაზობს. ამასობაში ვერა ქმრის შეცდენაში ადანაშაულებს მას და იმ ფაიფურის სათამაშოებს უმსხვრევს, რომლებიც გრეისსმა დიდი შრომის შემდეგ შეიძინა. გრეისისთვის ეს სათამაშოები ძალიან ძვირფასია, ამიტომ  პატიებას სთხოვს და ახსენებს, თუ როგორ ასწავლა მის შვილებს სტოიკოსების მოძღვრება. საპასუხოდ, ვერა გადაწყვეტს ორი სათამაშოს გატეხვისას თუ გრეისი თავს შეიკავებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიცოდოს ის და არ დაუმსხვრიოს დანარჩენები. გრეისს არ შეუძლია ცრემლების შეკავება და მაშინ ვერა შვიდივე ფიგურას ანადგურებს. გრეისს ამ ქალაქში არაფერი ესაქმება. ტომი ფულს აძლევს გრეისს, ის კი თავის მხრივ მანქანის მძღოლს – ბენს, რათა გრეისი ვაშლის ფურგონით ქალაქიდან გააპაროს. გზაში ბენი მანქანის საბარგულში აძვრება, სადაც გრეისი იმალება და ეუბნება, რომ რადგან ქალი პოლიციის ძებნილია, უფრო მეტი უნდა გადაუხადოს. გრეისს ფული არ აქვს. ბენი მასზე ძალადობს, შემდეგ კი ფურგონი კვლავ გზას აგრძელებს და ქალს კვლავ დოგვილში აბრუნებს.

ქალაქი შეთანხმდება, რომ ქალს გაქცევის ნება აღარ უნდა მისცენ. ფული, რომელიც გრეისმა ბენს გადაუხადა, რათა გაქცევაში დახმარებოდა, ტომს მამამისისთვის მოუპარავს. ქურდობაში გრეისს ადანაშაულებენ, ტომი თავის ქმედებას არ აღიარებს. გრეისს სპეციალურ საყელოს უკეთებენ და ჯაჭვით დიდ, მძიმე რკინის ბორბალზე აბამენ, რომელიც ხელს შეუშლის დოგვილიდან გაქცევაში. რკინის საყელოზე კი ზარია მიმაგრებული.

მერვე ნაწილში ქალაქის მცხოვრები მამაკაცები თავიანთ რიგს იკავებენ და გრეისზე ყოველდღიურად ძალადობენ. შეკრებაზე გრეისი, ტომის რჩევის გათვალისწინებით, ყველაფერზე მშვიდად საუბრობს, რისი ატანაც მას ქალაქის მცხოვრებთაგან მოუწია. დაბნეული ხალხი საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ ქალი თავიდან მოიშორონ. ტომი, რომელიც ერთადერთი ზრდასრული მამაკაცია, რომელსაც გრეისთან სექსი არ ჰქონია, მიდის ქალთან და ცდილობს ქალთან ინტიმური კავშირის დამყარებას, თუმცა გრეისი უარით პასუხობს. ნაწილობრივ გრეისზე და ნაწილობრივ საკუთარ თავზე გაბრაზებული, რომ თავად ვერ შეძლო მასზე ძალადობა, როგორც სხვებმა, ტომი საბოლოოდ გადაწყვეტს დაურეკოს განგსტერებს.

მეცხრე ნაწილში განგსტერები მოდიან. მათ ტომი და სხვა დოგვილელები ეგებებიან. მოსულები გრეისს ათავისუფლებენ და ჩვენ საბოლოოდ ვიგებთ თუ ვინაა ის სინამდვილეში: ბანდის გავლენიანი ლიდერის ქალიშვილი, რომელიც გამოიქცა, რადგან აღარ შეეძლო მამის ბინძური საქმეების ატანა. გრეისის მამა შვილს თავის კადილაკში ხვდება და ეუბნება, რომ ის ამაყია, რადგან სხვებს ისეთივე მაღალი სტანდარტებით არ ეპყრობა, როგორც თავის თავს. თავიდან გრეისს არ სურს, რომ მას მოუსმინოს, თუმცა, როდესაც მამამისთან განხილვას ასრულებს და მანქანიდან გადმოდის, დაჰყურებს ქალაქსა და მის მცხოვრებლებს. ის ჩაფიქრდება და გადაწყვეტს, რომ მამას დაეთანხმოს: თუკი ის დოგვილელებს მათივე სტანდარტებით მოეპყრობოდა, მაშინ იქაურები ყველაზე საზიზღარი სასჯელით უნდა დაესაჯა, რაც კი შესაძლებელია და ამის არგაკეთება არაჰუმანური იქნებოდა.

გრეისი თანხმდება, რომ მოერგოს მამის ქალიშვილის როლს და დაუყოვნებლივ ითხოვს, რომ მთელი ქალაქი გაანადგურონ. ის ბრძანებას გასცემს, რომ ვერას თვალწინ დაუხოცონს მისი შვილები და უთხრან, რომ ხოცვა შეწყდება თუკი ის ცრემლებს შეიკავებს. ქალაქი დამწვარია, ყველა დოგვილელი სასტიკად მოკლული. ცოცხალი მხოლოდ ტომია, მას გრეისი თავად, მამის რევოვერით კლავს. როდესაც დოგვილი მის გარშემო იწვის, გრეისი ხედავსს ერთადერთს დოგვილელს – ძაღლ მოსეს. ბედის ირონიით ერთადერთი, რომელსაც მის მიმართ სიბოროტე და უსამართლობა არ ჩაუდენია, სწორედ ქალაქის ძაღლია, რომელიც მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ქალაქი თავის ნამდვილი ბუნების გამომჟღავნებას იწყებდა.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, გრეისსა და მამამისს შორის გამართული ბოლო დიალოგია, რომელსაც დაახლოებით სამჯერ ვუყურე დ მოვუსმინე. ვფიქრობ, ამ დიალოგის გარეშეც მარტივი იქნებოდა დასკვნების გამოტანა, მაგრამ ის მაინც ყველაფერს ბევრად ნათელს და აშკარას ხდის.

სიზარმაცის გამო ზოგიერთი მომენტი პოსტში დაკოპირებულია wikipedia.org-დან.